RSS Log In* GE     
I. Javakhishvili Institute of History and Ethnology

 
 
 























 
» 2010 » თებერვალი » 7 » ინსტიტუტის დელეგაციის მონაწილეობა პოლონელ ისტორიკოსთა XVIII საერთო-ეროვნულ ყრილობაში
12:44
ინსტიტუტის დელეგაციის მონაწილეობა პოლონელ ისტორიკოსთა XVIII საერთო-ეროვნულ ყრილობაში

2009 წლის 16-19 სექტემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ოლშტინში (ვარმია-მაზურის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი) გაიმართა პოლონელ ისტორიკოსთა XVIII საერთო-ეროვნულ ყრილობა. იგი მიზნად ისახავდა მეცნიერთა გაცნობა-დაახლოებას, სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას, დისკუსიიებს ისტორიული მეცნიერების ყველა სფეროში.
ყრილობა შედგა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის პატრონაჟით. საპატიო საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ: პოლონეთის სეიმისა (პარლამენტი) და სენატის თავმჯდომარეები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრები, ოლშტინის უნივერსიტეტის რექტორი და სხვები.

ისტორიკოსთა ყრილობაში მონაწილეობდნენ როგორც პოლონეთის ცალკეული სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებიდან ჩამოსული ისტორიკოსები (1000-ზე მეტი დელეგატი), ასევე პოლონეთის ისტორიის მკვლევარები საქართველოდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან (100-მდე დელეგატი).
ყრილობაზე მიწვეულთა შორის იყვნენ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებიც _ დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე და ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი.
ყრილობის საზეიმო გახსნაში მონაწილეობდა პრეზიდენტი ლ. კაჩინსკი და პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები.
უცხოეთიდან ჩამოსულ მეცნიერებთან საგანგებო შეხვედრა გამართა პოლონეთის ისტორიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფ. კრჟისტოფ მიკულსკიმ (ვარშავა).

ყრილობაზე გამოითქვა სურვილი, რომ პოლონელ და უცხოელ ისტორიკოსებს შორის მეცნიერული კონტაქტები კიდევ უფრო გაღრმავდეს და ინტენსიური გახდეს.

პოლონეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე საგანგებოდ გამართულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულმა მეცნიერებმა და მათ შორის პროფესორებმა ვ. კიკნაძემ და ნ. ჯავახიშვილმა.

პოლონელ ისტორიკოსთა XVIII საერთო-ეროვნულ ყრილობაზე გადაწყდა, რომ მომავალი ყრილობა _ 2012 წელს შედგება.
: Conferences | : 1156 | : historyinstitut


















ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

Copyright MyCorp © 2024საიტი შექმნილია uCoz სისტემაში